"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. კატალონიელებმა ბელგიურ "ანტვერპენს" ანგარიშით 5:0 მოუგეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ბარსას" 23 წლის ახალწვეული, ჟოაუ ფელიქსი დასახელდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოაუმ მცირე კომენტარიც გააკეთა.
"ყველას დიდებული თამაში გვქონდა. ბედნიერი ვარ. სიამოვნებას ვიღებ. თანაგუნდელები ბევრ რამეში მეხმარებიან. მარტო ვერაფერს გავაწყობდი. აქ იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ.
ჩვენი მიზანია კლუბსა და გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანოთ.
ჟოაუებზე საუბარი ნორმალურია, რადგან აქ ერთად მოვედით, ერთსა და იმავე დღეს გვქონდა დებიუტი, ერთსა და იმავე დღეს გავიტანეთ სადებიუტო გოლი... ლამაზი დამთხვევებია," - თქვა ფელიქსმა.
შეგახსენებთ, რომ ჟოაუს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.