1 წლის და 7 თვის წინ
პირველად, მესის შემდეგ - ფელიქსის შთამბეჭდავი შედეგი
პირველად, მესის შემდეგ - ფელიქსის შთამბეჭდავი შედეგი

ჟოაუ ფელიქსის კატალონიური კარიერა ბრწყინვალედ იწყება. 23 წლის თავდამსხმელმა ჯერ "ბეტისთან" მატჩში გამოიჩინა თავი გოლით, მერე კი ჩემპიონთა ლიგაზე დაჩაგრა "ანტვერპენი".

23 წლის თავდამსხმელმა ბელგიური გუნდის წინააღმდეგ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც "ბარსელონას" გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

გუშინდელი პერფომანსით ჟოაუმ ერთი საინტერესო მაჩვენებელიც დააფიქსირა.

საქმე ის გახლავთ, რომ ფელიქსი გახდა "ბლაუგრანას" პირველი ფეხბურთელი 2018 წლის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ 20 წუთში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

2018 წელს ეს ლიონელ მესიმ გააკეთა. არგენტინელმა მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ შეძლო აღნიშნულის დაფიქსირება.

საინტერესოა, რომ ისევე როგორც ჟოაუმ, ლეომაც მეორე ტაიმში კიდევ 1 გოლი დაუმატა საკუთარ მონაგარს.


Facebook კომენტარები