2 წლის და 5 თვის წინ
რას აპირებს ნიკო უილიამსი - "ბარსას" სამიზნის გეგმები
ავტორი
Aa
ნიკო უილიამსმა "ბარსელონას" ინტერესის შესახებ იცის, - იუწყება GOL-ის ჟურნალისტი მანუ პაულინიო.
წყაროს თანახმად, ახალგაზრდა შემტევის პრიორიტეტული ამოცანა ახლა ბილბაოს "ატლეტიკთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაა. "ბლაუგრანა" მხოლოდ სათადარიგო ვარიანტად განიხილევა.
რაც შეეხება ნიკოს ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლას, ეს 99%-ით გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ უილიამსს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება. სწორედ ამიტომ გეგმავენ "სან მამესის" ბინადრები მისი ხელშეკრულების გახანგრძლივებას.
21 წლის ფეხბურთელი ჩავი ერნანდესს ძალიან მოსწონს, მაგრამ მისი ტრანსფერის განხორციელება, დღევანდელი გადმოსახედიდან, იოლი ნამდვილად არ იქნება.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში ნიკოს ანგარიშზე 4 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი