2 წლის და 5 თვის წინ
ცნობილია: რა თანხად სურს "ატლეტიკოს" ფელიქსის გაყიდვა
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ ფელიქსის "ბარსელონური" კარიერა ბრწყინვალედ იწყება. 3 მატჩში პორტუგალიელს უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.
23 წლის თავდამსხმელის კარგი თამაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყველა ქომაგს ახარებს, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჟოაუ "ატლეტიკოს" საკუთრებაშია და კატალონიურ გრანდს მისი გამოსყიდვის უფლება არ მიუღია.
მაშასადამე, 2024 წლის ზაფხულში "როხიბლანკოსთან" ფასზე მოლაპარაკება "ბარსას" აუცილებლად მოუწევს.
Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, "ატლეტიკოში" ფიქრობენ, რომ თუ ფელიქსი ამ დონეზე გააგრძელებს თამაშს, გაისად მას 100 მილიონ ევროდ გაყიდიან.
მიგელის თქმით, "ბლაუგრანას" ამ თანხის გადახდა ძალიან გაუჭირდება. "ბარსას" კონკურენციაც დიდი ექნება, რადგან ახალგაზრდა შემტევით უკვე დაინტერესდნენ ევროპული გრანდები.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი