"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა იმ მწვრთნელების შესახებ ესაუბრა, რომლებმაც მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
"დიდი პატივია, რომ ანდრეს ინიესტას მადარებენ, მაგრამ მე ჩემი კარიერა უნდა მქონდეს. მე პედრი უნდა ვიყო.
ჩავი ერნანდესისგან ვისწავლე ის, რასაც აქამდე ხშირად არ ვაკეთებდი და ახლა თითქმის ყოველთვის მივმართავ: გარშემო მიმოხედვა, სანამ ბურთს მიიღებ.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან მასწავლა ბრძოლა და იმის ცოდნაა, როგორ წავიყვანო თამაში ისე, როგორც მსურს," - თქვა პედრიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკესთან ერთად პედრი ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა. ასტურიელი სპეციალისტი ახლა "პსჟ-ს" წვრთნის, "ფურია როხას" კი სათავეში ლუის დე ლა ფუენტე ჩაუდგა.
რაც შეეხება პედრის, იგი ტრავმას მკურნალობს და ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება.