1 წლის და 2 თვის წინ
მესი: "კარიერის დასრულების მერე ამის კეთება მინდა"
მესი: "კარიერის დასრულების მერე ამის კეთება მინდა"

"ბარსელონას" ლეგენდამ, ლიონელ მესიმ არგენტინელ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც მსოფლიო ჩემპიონობის, სამომავლო გეგმების, "ბლაუგრანასადმი" მისი ოჯახის სიყვარულისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:

"ოქროს ბურთი შესანიშნავი ჯილდოა, მაგრამ გამიმართლა და ფეხბურთში ყველაფერი მოვიგე: ჩემპიონთა ლიგა, შიდა ჩემპიონატები, კოპა ამერიკა, მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა... ეს უფრო მნიშვნელოვანი პრიზებია."

"პსჟ-ს" ფანების სტვენა? ეს გასაგებია. მე ვიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც მათ ფინალი მოუგო. ჩვენი ბრალი იყო, რომ ისინი ზედიზედ მეორედ ვერ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები."

"ჩემი ვაჟები ყოველთვის მეუბნებიან: "მამა, "ბარსელონამ" მოიგო!" მათ ამის თქმა ყოველთვის აბედნიერებთ."

"რას გავაკეთებ, როცა კარიერას დავასრულებ? ამაზე ფიქრი ჯერ არ მინდა. მინდა, ახლა რასაც ვაკეთებ, იმით ვისიამოვნო. ისე კი, ვისურვებდი, რომ კარიერის დასრულების მერე სპორტული დირექტორი ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო. მომწონს ფეხბურთის შესახებ ნებისმიერი რამის სწავლება."

შეგახსენებთ, რომ ლეო "ინტერ მაიამისა" და "ტორონტოს" შორის გუშინ გამართულ მატჩს 37-ე წუთზე გამოეთიშა. პირველადი ცნობების მიხედვით, საქმე კუნთის გადაღლილობასთან გვაქვს.


Facebook კომენტარები