2 თვის და 1 კვირის წინ

"ბარსას" ინფორმაცია აქვს - რა თანხა დაჯდება კანსელუს გამოსყიდვა

ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ჟოაუ ფელიქსისა და ჟოაუ კანსელუს ფასის გაგება უკვე სცადა, - იუწყება Mundo Deportivo.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" პორტუგალიელი ფეხბურთელების გამოსყიდვაზე ფიქრობენ, თუმცა, ცხადია, თუ მათი ერთსეზონიანი იჯარა წარუმატებელი გამოდგება, "ბარსა" თავს აღარ გამოიდებს.
წყაროს თანახმად, კატალონიელებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია კანსელუს თაობაზე. როგორც ირკვევა, "მანჩესტერ სიტი" 29 წლის მარჯვენა მცველს 25 მილიონ ევროდ დააფასებს.
რაც შეეხება ფელიქსს, "ატლეტიკო" მასში 80 მილიონ ევროს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ორივე ჟოაუ "ბლაუგრანამ" მშრალი იჯარით დაიმატა.
კატალონიელთა მაისურით ჩატარებულ მატჩებში ფელიქსმა თავი 3 გოლითა და 1 ასისტით, ხოლო კანსელუმ - 1 გოლით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 საათის და 34 წუთის წინ

მსაჯმა "ბარსას" გასახდელში "ჯაშუში" გააგზავნა - უცნაური ამბავი
1 დღის და 14 საათის წინ

როკეს სათამაშო ნომერი "ბარსაში" - ყველაზე რეალური ვარიანტი
2 დღის და 5 საათის წინ

"მისი შეძენა მინდოდა" - ჩავიმ ყოფილ სამიზნეზე ისაუბრა
3 დღის და 5 საათის წინ

"ძალიან გაბრაზებული ვიყავი" - მესი ლევანდოვსკისთან დაძაბულობაზე