3 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია: რამდენად გაიზარდა ჩავის ხელფასი ახალი კონტრაქტით
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.
ჟურნალისტ მარტა რამონის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის წლიურ ანაზღაურებაზე "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 8 მილიონ ევროს დახარჯავენ.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, მათი ხელფასი 1.5-დან 4 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ "მაესტრო" აქამდე წლიურად 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. როგორც ხედავთ, ესპანეთის სუპერთასისა და ლა ლიგის მოგება ჩავის ჯეროვნად დაუფასეს.
ცნობისთვის, ჩავის ახალ კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ