3 წლის და 2 თვის წინ
გადაწყდა! - სერხი რობერტო ახალ კონტრაქტს აფორმებს
გადაწყდა! - სერხი რობერტო ახალ კონტრაქტს აფორმებს

31 წლის ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რობერტო “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხი რობერტო კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე მოაწერს.

ამავე წყაროს ცნობით, მომდევნო ფეხბურთელი, რემელიც კონტრაქტს გაახანგრძლივებს ალეხანდრო ბალდე იქნება.

ცნობისთვის, სერხი რობერტო “ბარსას” აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბში უკვე ძალიან დიდი ხანია ასპარეზობს. 31 წლის მოთამაშე “ბარსას” მე-3 კაპიტანი გახლავთ.


Facebook კომენტარები