logo

კორონას დამარცხების უპირველესი გზა ნაპოვნია

კორონას დამარცხების უპირველესი გზა ნაპოვნია

მსოფლიო საშინელმა ეპიდემიამ, კორონავირუსმა მოიცვა და ყველა მის წინააღმდეგ გააერთიანა. Covid-19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები დღითიდღე იზრდება. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მედიკოსები მუშაობენ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება, მანამდე კი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენივე მოქმედებით შევუწყოთ ხელი მის ნაკლებად გავრცელებას. 

ერთი წუთით სპორტულ თემას გადავუხვიოთ და დავივიწყოთ ის ზიანი, რაც კორონავირუსმა ფეხბურთს მიაყენა. ახლა, ალბათ, ეს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინაიდან უპირველესი საზრუნავი ადამიანის ჯანმრთელობაა და ჩვენც იმაზე ვისაუბროთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ კორონავირუსის წინააღმდეგ და როგორ ავაცილოთ თავი მის საფრთხეს.

არასაკმარისი ინფორმაციის ქონის გამო, ადამიანებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ისინი დაუცველნი არიან, ვინაიდან არაა გამოგონებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (რომელზეც უკვე მუშაობენ და მისი გამოცდაც წარმატებით მიმდინარეობს). თუმცა, აუცილებელია, გავითავისოთ, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია და ჩვენი და სხვისი ჯანმრთელობა, შეგვიძლია, ჩვენვე დავიცვათ. 

პირველ რიგში, ყველა უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და დაიცვას მითითებები. აუცილებელია, რომ ვიყოთ თვითიზოლაციაში და მაქსიმალურად მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. ამით, არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ, სხვებზეც ვიზრუნებთ. მნიშვნელოვანია, გავითავისოთ, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ფიქრი ჩვენი პასუხისმგებლობაა და ეს ყველაზე წინ უნდა დავაყენოთ.

ადამიანების უმეტესობა თავს პირბადის გაკეთებით იცავს, თუმცა ეს არასწორია. ჯანმრთელმა ადამიანმა პირბადე არ უნდა იხმაროს (ნუ იყიდით დიდი რაოდენობით პირბადეებს, ეს შექმნის არასასურველ დეფიციტს). უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, რაც კორონავირუსის გარეშეც აუცილებელია. პირველ რიგში ეს არის ხელების დაბანა სისტემატურად და შემდეგ ყველა ის მითითება, რასაც ექიმები გვაძლევენ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, გარეთ გასვლის შემთხვევაში გვეკეთოს ხელთათმანები და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. ის ნივთები, კი, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, კარგად უნდა გავწმინდოთ, რადგან დაბინძურებული ადგილები ყოველთვის შეიძლება ვირუსის გავრცელების კერას წარმოადგენდეს.  

უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან უშუალო კონტაქტს. საჭიროა ურთიერთობა ხელის ჩამორთმევის, გადახვევისა, გადაკოცნის გარეშე. და მაინც, თუ ვინმე თქვენთან ახლო კონტაქტს მოინდომებს, არ დაიზაროთ და "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი სტროფი გაახსენეთ:"მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა მტლაშა-მტლუში". დამერწმუნეთ, ამის შემდგომ აბეზარი ნაცნობი თავს აუცილებლად დაგანებებთ (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით). დაიამხსოვრეთ, რომ პრევენციის საუკეთესო საშუალება თვითიზოლაციაა.

ამგვარად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა სავსებით შესაძლებელია. მთავარია, ადამიანი არ მოიცვას პანიკამ და ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულოს. მსოფლიოს სხვა უფრო მძლავრი პანდემიაც ახსოვს, რომელსაც მსხვერპლიც მეტი მოჰყვა, თუმცა ის დაძლეული იქნა და, რა თქმა უნდა, იგივე კორონავირუსსაც ემუქრება. მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ. 

ალბათ სტატიის ბოლოს იტყვით რომ ეს ყველაფერი იცოდით. დიახ, დღესდღეობით მედია საშუალებების დახმარებით საქართველოს მოქალაქეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ იციან, მაგრამ სამწუხრაოდ, ჩვენი თანამემამულეთა უმეტესობა მხოლოდ ცოდნით შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ, საიტის ადმინისტრაცია ამ სტატიით კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ ტელევიზორიდან, ინტერნეტიდან თუ სხვა მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროებიდან მიღებული სანდო რჩევები გაითვალისწინოთ, რადგანაც ისინი ვირუსის დამარცხების უპირველესი გზა გახლავთ.

ნუ გვიწყენთ რუტინიდან გადახვევას, ეს ყველაფერი ისევ თქვენთვის და გლობალური პრობლემის აღმოსაფხვრელად კეთდება. ჩვენ არ გატყუებთ! ჩვენ თქვენს გვერდში ვდგავართ!

გისურვებთ ჯანმრთელობას! პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია!

6 თვის წინ
7556 / 4
სესე გოგიაშვილი
user
ირაკლი 👍👍👍👍
user
ლუკა ალავიძე მადლობა, სესე <3 დასაფასებელია
user
user
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი