1 წლის და 2 თვის წინ
"ამ გამარჯვებას ვერ ვიზეიმებ" - ჩავი "სელტასთან" მატჩის შემდეგ
"ამ გამარჯვებას ვერ ვიზეიმებ" - ჩავი "სელტასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა გუნდის მიერ "სელტასთან" მძიმე ბრძოლაში მოგებული მატჩი შეაფასა.

"ეს კარგი მატჩი არ იყო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი შემთხვევა რომ ყოფილიყო, ამ თამაშს წავაგებდით. დღეს გამარჯვებულის ხასიათი გამოვავლინეთ.

საზოგადოდ, სახლში ორბურთიანი ჩამორჩენა მარცხს ნიშნავს, მაგრამ ამ საოცარი ფეხბურთელების ჯგუფისთვის ყველაფერი განსხვავებულადაა. თაობათა ცვლა თქვენ წინაშე მიმდინარეობს.

დღევანდელი შეხვედრა გარდამტეხი იყო. ყველაფერი ფეხბურთზე არაა დამოკიდებული. ეს ხასიათსაც გულისხმობს. გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა გამოაჩინო.

ამ გამარჯვებას ვერც კი ვიზეიმებ. ხვალ ვარჯიში გვაქვს, სამშაბათს კი - მორიგი მატჩი.

სასიამოვნო შეგრძნება მაქვს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც "ბეტისის" ან "ანტვერპენის" დამარცხების შემდეგ მქონდა. კარგად არ გვითამაშია.

დე იონგმა შეცვლა მოითხოვა. მას ტრავმა აქვს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება.

როგორც კი ინტენსივობას ვკარგავთ, გაცილებით ცუდად ვთამაშობთ.

დღეს ცხრილის ლიდერის რანგში დავასრულებთ. ეს კარგი ამბავია. იმედია, სეზონის ბოლოს გვექნება იმის თქმის საშუალება, რომ ამ ქულებმა ჩემპიონატი მოგვაგებინეს," - თქვა ჩავიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგას 16 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩი კატალონიელებს 26 სექტემბერს, "მალიორკას" წინააღმდეგ ელოდებათ.


Facebook კომენტარები