2 წლის და 6 თვის წინ
რატომ გაუშვა "ბარსამ" ფატი - მნიშვნელოვანი დეტალები
რატომ გაუშვა "ბარსამ" ფატი - მნიშვნელოვანი დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" თავისი ესპანელი თავდამსხმელი, ანსუ ფატი "ბრაიტონში" გაანათხოვრა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დღეს Sport-მა დაწერა. 

"ჩავი და მისი ტექნიკური სტაფი ელოდნენ, რომ ანსუს სავარჯიშო სესიებსა და მატჩებში წინ გადაედგა ნაბიჯი, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა.

ისინი მიიჩნევდნენ, რომ ფატი არ პროგრესირებდა და მისი იჯარით გაშვება საუკეთესო გამოსავალი იყო," - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ფატიმ "ბრაიტონის" მაისურით ჯერ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები