2 წლის და 7 თვის წინ
ითამაშებს თუ არა დე იონგი "ელ კლასიკოს" - რას წერენ ესპანურ მედიაში
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-6 ტურში კატალონიის "ბარელონა" ვიგო "სელტას" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ფრენკი დე იონგმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი იძულებით დატოვა.
იწერებოდა, რომ ნიდერლანდელი მოედანს ნოემბრამდე ვერ დაუბრუნდებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.
როგორც გამოცემა "MundoDeportivo" წერს, ფრენკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ არის შანსი იმისა, მოთამაშე მადრიდის "რეალთან" მატჩშიც ვიხილოთ.
აქვე გეტყვით, რომ სეზონის პირველი ოფიციალური "ელ კლასიკო" 28 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ