2 წლის და 6 თვის წინ
ვინ შეცვლის დე იონგს სასტარტოში - გადაწყვეტილება მიღებულია
ვინ შეცვლის დე იონგს სასტარტოში - გადაწყვეტილება მიღებულია

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა. წინასწარი ცნობების თანახმად, იგი "ბლაუგრანას" 5-7 კვირით გამოაკლდება.

ცხადია, 26 წლის შუახაზელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სასტარტო შემადგენლობაში ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს.

SPORT-ის ინფორმაციიით, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ფრენკის ადგილს პაბლო გავი დაიკავებს. 

თუ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტს, გაბრიელ სანსს დავუჯერებთ, ნიდერლანდელის შემცვლელთა სია ასე გამოიყურება:

ჟოაუ კანსელუ

სერხი რობერტო

ფერან ტორესი

ჟოაუ ფელიქსი

პაბლო გავი

ფერმინ ლოპესი

ილქაი გიუნდოგანი

შეგახსენებთ, რომ ფრენკიმ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. ლა ლიგის საწყის მატჩებში იგი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად რამდენჯერმე დასახელდა.


Facebook კომენტარები