"ბარსელონას" ხვალ ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩი ელოდება. კატალონიური გუნდი გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკიითხვებს უპასუხა.
"მალიორკა" ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი 5 მცველით თამაშობენ ხოლმე. მარტივი მატჩი არ იქნება.
ფრენკი დე იონგის ტრავმა ჩვენთვის დიდი დარტყმაა. იმედია, ის რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება.
"სელტასთან" მატჩი გავაანალიზეთ, რათა შეცდომები გვეპოვა; შეცდომები, რომლებიც მომავალში აღარ უნდა დავუშვათ. "სელტას" წინააღმდეგ შედეგი კარგი იყო, თუმცა ის, თუ როგორ ვითამაშეთ, კარგი არ ყოფილა.
ძალიან კარგი უქმეები იყო. პირველ ადგილზე დავბრუნდით და კონტრაქტი გავახანგრძლივე. უბედნიერესი ვარ.
"ბარსელონას" "რეალზე" უკეთესი გუნდი ჰყავს? რაღაცების შედარება არ მომწონს. ივნისში ვნახავთ ეს სიმართლეა თუ არა. ჩვენი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.
ვიტორ როკეს იანვარში დამატების შანსი დიდია. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ იგი ტრავმიდან უფრო ძლიერი დაბრუნდეს," - თქვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ "მალიორკასა" და "ბარსას" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.