1 წლის და 2 თვის წინ
ლევანდოვსკი სკამიდან დაიწყებს - როგორი ტრიოთი შეუტევს "ბარსა"
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" დღეს "მალიორკასთან" საგარეო მატჩი ელოდება.
შეხვედრის დაწყებამდე ორსაათ-ნახევარი რჩება, ესპანურ პრესაში კი უკვე გაჟონა ცნობებმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის გადაწყვეტილებების შესახებ.
ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას რობერტ ლევანდოვსკი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
"ბარსას" შემტევი ტრიო დღეს ჟოაუ ფელიქსის, ფერან ტორესისა და რაფინიასგან დაკომპლექტდება.
როტაცია მოსალოდნელია დაცვის ხაზშიც. ჟიულ კუნდე შეიძლება სკამზე დარჩეს, მოედანზე კი ინიგო მარტინესმა ჩაანაცვლოს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ