2 წლის და 6 თვის წინ
TOP 5 ლიგაში საუკეთესო - რაფინიას ჩინებული შედეგი
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში "მალიორკასთან" გაიყო ქულები. კატალონიელები საგარეო შეხვედრაში ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ორივე ჯერზე მოახერხეს.
"ბლაუგრანადან" პროდუქტიული თამაში ჰქონდა ბრაზილიელ გარემარბს, რაფინიას. გუნდის 11-მა ნომერმა ჯერ გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში კი ფერმინ ლოპესს გაუკეთა საგოლე გადაცემა.
2023 წელს ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როცა რაფინია ერთ მატჩში გოლსაც იტანს და ასისტსაც აკეთებს. მხედველობაში მიღებულია ყველა ტურნირი.
სხვათა შორის, ამ მაჩვენებლით ბრაზილიელი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესოა. მოწინავე სამეული ასე გამოიყურება:
რაფინია - 6
ვინისიუს ჟუნიური - 5
ლუის ოპენდა - 5
აქვე აღვნიშნოთ, რომ რაფინიას ლა ლიგაში წელს საჯარიმოს გარედანაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი