logo

ტრინკაუ: ოქროს ბურთზე და ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ ვფიქრობ

ტრინკაუ: ოქროს ბურთზე და ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ ვფიქრობ

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორტუგალიური "ბრაგადან" 20 წლის თავდამსხმელი, ფრანსიშკუ ტრინკაუ 31 მილიონ ევროდ შეიძინა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ახალგაზრდა სეზონის ბოლომდე ბრაგაში დატოვეს. იგი "ბლაუგრანას" 1-ელ ივლისს შეუერთდება.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატიც შეჩერებულია. მოწყენილმ ფრანსიშკუმ გადაწყვიტა ფანებთან ესაუბრა და საკუთარი სამომავლო გეგმებიც მიმოეხილა.

"ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი? ასეთ აღიარებებზე არ ვფიქრობ. უბრალოდ ვმუშაობ. რა თქმა უნდა, მსგავსი ოცნებები მაქვს. 

ჩვენ ყოველთვის ერთად ვთამაშობთ, რათა გუნდს დავეხმაროთ. ამჟამად მხოლოდ ყოველდღიურ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული. ასე თუ მივაღწევ იმას, რაც მსურს." - განაცხადა ტრინკაუმ.

3 თვის წინ
387 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ