"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "მალიორკასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.
"ორი ქულა ხელიდან გაგვისხლტა. ორი სერიოზული შეცდომა დავუშვით. ვიცოდით, რომ ცოტა საგოლე მომენტი შეგვექმნებოდა. მათით სრულყოფილად ვერ ვისარგებლეთ.
თვითკრიტიკა აუცილებელია. ასეთი მატჩები უნდა მოვიგოთ.
"მალიორკას" მიერ გატანილი მეორე გოლი ჩვენი ბავშვური შეცდომის შედეგად გავიდა.
სატურნირო ცხრილს ჯერ კიდევ ვლიდერობთ, მაგრამ ვნახოთ, რას იზამენ "რეალი" და "ჟირონა".
ლამინე იამალი ძალიან ახალგაზრდაა. მას უნდა გავუფრთხილდეთ. ის უკვე დაღვინებულია, მაგრამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ.
პირველი გოლი ჩვენი ბრალი იყო. შემდეგ თამაშში დავბრუნდით და როცა უპირატესობა ჩვენს მხარეს გადმოვიდა, მეორე გაგვიტანეს. 1-1-ზე ბევრი მომენტი გავაფუჭეთ. მახსოვს რაფინიას შანსი, ჟოაუსი... შემდეგ კი აიღეს ჩვენი კარი.
ვფიქრობ, "მალიორკაზე" უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ თამაშის ხარისხის გაზრდა მაინც გვმართებს. შარშან სტაბილურობა დაცვას მოჰქონდა. დღეს აქ მიუღებელი შეცდომები დავუშვით.
პენალტი ლამინეზე? განმეორება ჯერ არ მინახავს. ისე ჩანდა, რომ მინიმალური კონტაქტი მართლაც იყო, მაგრამ ჩვენ თამაში გავაგრძელეთ. უკეთესები უნდა ვიყოთ," - თქვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" 7 ტურში 17 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილში ჯერ კიდევ პირველ ადგილს იკავებს. კატალონიელთა გადასწრების შანსი დღეს "ჟირონასა" და "რეალს" ექნებათ - პირველი "ვილიარეალს" ესტუმრება, მეორე კი "ლას პალმასს" მიიღებს. ორივე კონკურენტის მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.