ესპანურ პრესაში აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ვიტორ როკეს დარეგისტრირება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" პრიორიტეტული ამოცანა იქნება.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელის "ბლაუგრანაში" თამაში შეიძლება კიდევ 6 თვით გადადებულიყო, თუმცა დღეს SPORT-მა გაცილებით სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა.
ჟურნალისტ ხოაკიმ პიერას თანახმად, "ბარსამ" როკეს შეატყობინა, რომ იანვარში მას უპრობლემოდ დაარეგისტრირებენ.
18 წლის თავდამსხმელმა, დიდი ალბათობით, "ატლეტიკო პარანაენსეში" თავისი უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა, რადგან იგი ახლა ტრავმას მკურნალობს, მოედანს კი სწორედ იანვრისთვის დაუბრუნდება.
როგორც ირკვევა, ბრაზილიელს სამედიცინო შტაბმა მწვანე შუქი დეკემბრამდეც რომ აუნთოს, იგი მაინც არ აჩქარდება, რათა "ბლაუგრანას" ოპტიმალურ კონდიციებში შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ვიტორს 28 გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული. 20-წლამდე ფეხბურთელებს შორის ეს საუკეთესო შედეგია.