logo

რას ნიშნავს რეალურად "ბარსას" გულშემატკივრების ზედმეტსახელი - კულე

რას ნიშნავს რეალურად "ბარსას" გულშემატკივრების ზედმეტსახელი - კულე

"ბარსელონა" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძლიერი კლუბია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, რომელთა ზედმეტსახელიც გახლავთ, კულე.

რეალურად, კულე  (Culés) კატალონიურ ენაზე ნიშნავს უკანალს.

ყველაფერი XX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. მანამ, სანამ აშენდებოდა "Les corts" -ის სტადიონი "ბარსელონას" თამაში უწევდა კატალონიის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ პატარა სტადიონზე, რომლიც მატჩის საყურებლად მისულ გულშემატკივრებს ვერ იტევდა, შედეგად ფანებმა მონახეს ალტერნატიული გზა - სტადიონის ზედა იარუსზე, ბოლოს განთავსებულ ხის რიკულებს შორის ძვრებოდნენ და იქიდან ადევნებდნენ თამაშს თვალ-ყურს. 

აღნიშნული ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლილი მოქალაქეები, ზედა იარუსზე შემომჯდარი გულშემატკივრების მხოლოდ უკანა ტანს ხედავდნენ. სწორედ ამის გამო დაარქვეს მათ კულეები, რაც როგორც უკვე მოგეხსენებათ უკანალს ნიშნავს.


1922 წლის 20 მაისიდან "ლურჯ-ბროწეულისფერები" თამაშობდნენ "ლეს კორტის" სტადიონზე, რომელიც 30 000 გულშემატკივარს იტევდა.


1957 წლის 24 სექტემბრიდან კი, "ბლაუგრანას" ფეხბერთელები "კამპ ნოუზე" თამაშობენ, რომელიც დღესდღეობით 99 354 გულშემატკივარს იტევს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მაღალი შემოსავლის მქონე  სტადიონია.


"ბარსელონელებს" თავიდანვე ასეთი მასშტაბის სტადიონი, რომ ჰქონოდათ რა თქმა უნდა, ეს მეტსახელიც არ დაერქმეოდათ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, თითოეული "ლურჯ-ბროწეულისფერისთვის" საამაყოა, "ბარსელონას" გულშემატკივრები, რომ ჰქვიათ.



1 კვირის წინ
272 / 1
ლიკა
user
Piqie dzalian saintereso statiaasmile
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ