3 წლის და 2 თვის წინ
დუეტი გუნდს იცვლის? - რა ელით მესისა და ნეიმარს
დუეტი გუნდს იცვლის? - რა ელით მესისა და ნეიმარს

ლეო მესისა და ნეიმარ ჟუნიორს, რომელმაც "ბარსელონაში" შესანიშნავი დუეტი ჩამოყალიბდეს, ზაფხულში შეიძლება ახალი გუნდის მოძებნა მოუწიოთ.

ამ დასკვნის გამოტანა Footmercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შეგვიძლია, საიდანაც ვიგებთ, რომ "პარი სენ ჟერმენმა" ბრაზილიელი შემტევის გაყიდვა გადაწყვიტა, არგენტინელი მეგავარსკვლავი კი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ყოყმანობს.

წყაროს თანახმად, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი "პსჟ-სთან" შეთანხმებასთან ახლოს იყო, თუმცა უკანასკნელ მომენტში მან უკან დაიხია.

მესის მომავლის შესახებ ჰკითხეს ჟერარ რომეროსაც.

"ლეოს მომავალი კლუბი, თუ იგი "პსჟ-ს" დატოვებს? MLS, არგენტინის ჩემპიონატი და, რა თქმა უნდა, "ბარსელონა". შანსი მცირეა, მაგრამ არსებობს," - თქვა რომერომ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში არგენტინელი თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 15 გოლსა და 14 საგოლე გადაცემას შეადგენს.


Facebook კომენტარები