"ბარსელონას" დატვირთული კალენდარი გრძელდება. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ხვალ შინ ანდალუსიურ "სევილიას" მიიღებენ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა საინტერესო განცხადებები გააკეთა:
"ჟირონას" ლიდერობით გაკვირვებული არ ვარ. ისინი წლებია, რაც თავიანთ პროექტზე მუშაობენ. მიგელი ბრწყინვალე სამუშაოს სწევს."
"ნეგრეირას საქმე? ჩემი მოსაზრება იცით. არასდროს მქონია შეგრძნება, რომ მსაჯები ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ერთ კვირაში ამაზე ისევ დაწერენ, შემდეგ ერთ თვეში და ა.შ."
"იყო "მალიორკასთან" დაფიქსირებული შედეგი როტაციიდან გამომდინარე? ევროპაში ტრავმიანობა ბევრ გუნდს აწუხებს. "მალიორკასთან" ფრე როტაციის გამო არ გვითამაშია. როტაცია აუცილებელია."
"სიმართლე არაა, რომ 5-კაციან დაცვასთან თამაში გვიჭირს. ბევრ შანსს ვქმნით... დაცვაში პრობლემები გვაქვს. ამ მხრივ უნდა განვვითარდეთ, რათა ტიტულები მოვიგოთ."
"დაპირისპირება "სევილიასთან"? "სევილია" ევროპა ლიგის ჩემპიონია. მენდილიბარი შესანიშნავად მუშაობს. წინ რთული შეხვედრა გველოდება."
შეგახსენებთ, რომ კატალონიურ-ანდალუსიური ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.