როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკიმ "მალიორკასთან" ფრედ დასრულებული მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ბოლო 23 შეხვედრაში ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა პოლონელი გოლეადორი სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩა.
ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, ჩავის ლევანდოვსკის დასვენება ჯერ კიდევ "სელტასთან" მატჩში სურდა, თუმცა ცხრიანმა "მაესტრო" დაარწმუნა, რომ სათამაშოდ მზად გახლდათ.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის თქმით, რობერტმა მთავარ მწვრთნელს თავად უთხრა, რომ თუ მისთვის დასვენების საშუალების მიცემა იყო დაგეგმილი, ამისთვის საუკეთესო ვარიანტი "მალიორკას" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა იყო, რადგან ამის მერე კატალონიელები "სევილიასა" და "პორტუს" უნდა შეხვედროდნენ.
ჩავიმ 35 წლის ცენტრფორვარდის აზრი გაითვალისწინა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი რობერტს მაქსიმალურად უფრთხილდება და და მის კუნთებს გადაღლისგან იცავს.
"ბარსას" ცხრიანი სასტარტო თერთმეტეულს ხვალ, "სევილიას" წინააღმდეგ დაუბრუნდება.