2 წლის და 6 თვის წინ
დემბელე დიდ შარშია - უსმანი სკანდალში გაეხვა
დემბელე დიდ შარშია - უსმანი სკანდალში გაეხვა

უსმან დემბელეს პარიზული კარიერა ისე ნამდვილად არ მიმდინარეობს, როგორც თავად ისურვებდა.

"ბარსელონას" ყოფილ შემტევს "პარი სენ ჟერმენში" ჯერ გოლი არ გაუტანია, ძალიან სერიოზულ სკანდალში გახვევა კი უკვე მოასწრო.

The Athletic-ის ინფორმაციით, დემბელე გახლდათ ერთ-ერთი "პსჟ-ს" იმ ოთხი ფეხბურთელიდან, რომლებიც გუნდის ულტრასების მიერ წამოწყებულ ჰომოფობიურ შეძახილებს აჰყვნენ. ამ შემთხვევას ადგილი მარსელის "ოლიმპიკთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჰქონდა.

გარდა უსმანისა, საქმე ეხებათ აჩრაფ ჰაკიმის, რანდალ კოლო მუანისა და ლაივინ კურზავას.

ფრანგული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღებს. შესაძლებელია, რომ გარდა ფეხბურთელებისა, გარკვეული სანქცია თავად "პსჟ-საც" შეეხოს.

შეგახსენებთ, რომ დემბელე "პარი სენ ჟერმენმა" "ბარსადან" გასულ ზაფხულს, 50 მილიონ ევროდ იყიდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, კატალონიურ გრანდს სატრანსფერო თანხიდან 35 მილიონი ევრო ერგო.


Facebook კომენტარები