3 წლის და 8 თვის წინ
კესიეს გარემოცვა გაბრაზებულია
ავტორი
Aa
ფრანკ კესიეს გარემოცვა და მისი აგენტი გაბრაზებულნი არიან, - იუწყება Mundo Deportivo.
კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელთან დაახლოვებული პირების გაღიზიანება იმ ჭორებმა გამოიწვია, რომლებიც ესპანურ პრესაში კესიეს მომავლის შესახებ ვრცელდება.
26 წლის შუახაზელს "ბარსელონაში" დარჩენა და საკუთარი პოზიციისთვის ბრძოლა სურს, გამოცემები კი მას მუდამ უწინასწარმეტყველებენ "კამპ ნოუდან" აბარგებას.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ორ მატჩში ფრანკს დიდი სათამაშო დრო მიეცა. ეს სერხიო ბუსკეტსის ტრავმის გამო მოხდა, ბოძებული შანსი კი კესიემ ჩინებულად გამოიყენა.
ცნობისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" გამოცდილი შუახაზელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში კესიემ 2 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი