2 წლის და 8 თვის წინ
ცნობილია: რამდენ მატჩს გამოტოვებს რაფინია ტრავმის გამო
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ "სევილიასთან" მოგებულ მატჩში ჰამსტრინგის კუნთის ტრავმა მიიღო. მოედნის დატოვება მას პირველივე ტაიმში მოუხდა.
ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი დაახლოებით ერთი თვით იუქმებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ რაფინია სულ მცირე 4 მატჩს გამოტოვებს.
ბრაზილიელი შემტევი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "პორტუს", "გრანადას", "ატლეტიკ ბილბაოსა" და "შახტარის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.
კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ "ბარსას" შვიდიანმა 28 ოქტომბერს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" მწყობრში ჩადგომა უნდა მოასწროს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში რაფინიას 2 გოლი აქვს გატანილი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი