2 წლის და 6 თვის წინ
მესიმ მომდევნო გუნდი უკვე შეარჩია - სად წავა ლეო
მესიმ მომდევნო გუნდი უკვე შეარჩია - სად წავა ლეო

"ინტერ მაიამიში" გადაბარგებიდან ორ თვეზე ცოტა მეტია გასული, თუმცა ლიონელ მესიმ თავისი მომდევნო კლუბი უკვე შეარჩია.

El Nasional-ის ინფორმაციით, არგენტინელი მეგავარსკვლავი აპირებს, რომ 2025 წელს, როცა ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება, თავისი ბავშვობის გუნდს, "ნიუელს ოლდ ბოისს" შეუერთდეს.

"ნიუელსში" დაბრუნების სურვილი ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს აქამდეც არაერთგზის გამოუხატავს.

შეგახსენებთ, რომ ლეომ "ინტერ მაიამის" მისი არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული უკვე მოაგებინა. მაიამელებმა აგვისტოში ლიგის თასი მოიგეს.

მესიმ ტატა მარტინოს გუნდის უკანასკნელი ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.


Facebook კომენტარები