როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ ჰამსტრინგის კუნთი დაიზიანა. გავრცელებული ცნობების თანახმად, 26 წლის შემტევი 3-4 კვირით იუქმებს.
რაფინია "ბლაუგრანას" სასტარტო შემადგენლობის წევრად მიიჩნეოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემცვლელის მოძებნას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. Tribuna.com ბრაზილიელის ჩამნაცვლებლის 3 კანდიდატს გვთავაზობს.
ფერან ტორესი ესპანელს მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. ჩავიმ იგი ცხრიანადაც გამოსცადა, თუმცა წარუმატებლად. შეიძლება, ფერანის შანსი რაფინიას ტრავმაში იმალებოდეს.
ლამინე იამალი 16 წლის სუპერტალანტი ბრწყინვალედ გამოიყურება. მან უკვე აიძულა მთავარი მწვრთნელი, რომ რაფინია ნახევარდაცვაში ეთამაშებინა. "სევილიასთან" მატჩში სწორედ ეს ვნახეთ. თუმცა, ცხადია, ჯერ კიდევ მოზარდის ზედმეტად დატვირთვა გონივრული არ იქნება.
ფერმინ ლოპესი "ლა მასიას" პროდუქტი ამტკიცებს, რომ სასტარტო შემადგენლობაზეც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. "სევილიას" წინააღმდეგ მან რაფინია შეცვალა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. შანსი ფერმინს "პორტუსთანაც" უნდა მიეცეს.