"ბარსელონა" ანსუ ფატის მომდევნო ზაფხულს გაყიდვას უპირებს, - იუწყება Diairo SPORT-ის ჟურნალისტი ლუის მიგელსანზი.
კატალონიელები თავდამსხმელს ან პირდაპირ გასხვისებას, ან გაცვლაში ჩართვას ისურვებდნენ. თუ გავიხსენებთ, რომ ანსუს მადრიდის "ატლეტიკოს" ხშირად უკავშირებდნენ, შეიძლება მისი ჟოაუ ფელიქსის პერმანენტულ ტრანსფერში გამოყენებაც განვიხილოთ.
"ბლაუგრანაში" ახლა ის უნდათ, რომ ანსუმ "ბრაიტონში" თავი რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოს.
ცხადია, ლონდონში ჩატარებული კარგი სეზონი ესპანელ ფორვარდს სატრანსფერო ფასსაც აუწევს.
"თოლიების" რიგებში თავისი სადებიუტო გოლი ფატიმ გუშინ გაიტანა. ანსუმანემ ბირმინგემის "ასტონ ვილას" კარი აიღო იმ შეხვედრაში, რომელიც რობერტო დე ძერბის გუნდმა ანგარიშით 1:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი "ბრაიტონში" მშრალი იჯარითაა გაშვებული.