2 წლის და 6 თვის წინ
კუნდე შესანიშნავ ფორმაშია - შთამბეჭდავი მაჩვენებელი
კუნდე შესანიშნავ ფორმაშია - შთამბეჭდავი მაჩვენებელი

ლა ლიგაში "ბარსელონამ" უკვე 7 მატჩი ჩაატარა, ჟიულ კუნდეს კი დრიბლინგით ჯერ ერთი მეტოქეც კი არ გასცდენია.

ფრანგი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ძალიან სოლიდურად გამოიყურება და ამას ყველა სტატისტიკა ამტკიცებს.

თუ კუნდე შეძლებს, რომ ეს სერია სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს, იგი "ლივერპულის" ნიდერლანდელი კაპიტნის, ვირჯილ ვან დაიკის მიერ 2018/2019 წლებში დაფიქსირებულ შედეგს გაიმეორებს. 

ცხადია, ჟიულის ასეთი წარმატება იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ როგორც იქნა, მას დაცვის ცენტრში თამაშის საშუალება მიეცა. კუნდე აქ თავს ყველაზე კარგად გრძნობს, რაც მისი ასპარეზობის ხარისხზეც აისახება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 24 წლის ფრანგის ანგარიშზე 1 გოლიცაა. მან "ოსასუნას" გაუტანა.


Facebook კომენტარები