1 წლის და 1 თვის წინ
"არაფერზე ვიწუწუნებ" - ვალვერდე "ბარსელონას" იხსენებს
"არაფერზე ვიწუწუნებ" - ვალვერდე "ბარსელონას" იხსენებს

"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ესპანურ მედია-საშუალებას ინტერვიუ მისცა და "ბლაუგრანაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

გთავაზობთ ბასკი სპეციალისტის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"როცა "ბარსელონაში" მოვედი, ვეცადე, რომ დიდ ვარსკვლავებს, ახალ გარემოს შევჩვეოდი. ნელ-ნელა მათი გული უნდა მომეგო. ეს ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი კარგად წავიდა."

"ვემახსოვრები ხალხს თუ არა მხოლოდ რომის და ლივერპულის გამო? ეს სისულელეა. არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ "ბარსას" ჩაბარების მერე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ლობი უნდა მომეძებნა."

"ბარსელონას" გაწვრთნა ძალიან კარგი გრძნობა იყო, თავისი კარგი და ცუდი მომენტებით. საბოლოო ჯამში, არაფერზე ვიწუწუნებ. ყველაფერი ისეა, როგორც არის."

"სხვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი და დამირეკეს, რომ "ბარსელონა" ჩამებარებინა. შევცვალე დიდებული სპეციალისტი. ნეიმარი წავიდა და ვეცადე, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. სიტუაციასთან ვადაპტირდი. ყველაფერი კარგად წავიდა. არა, ბოდიში. ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად წავიდა."

"კრუიფიზმზე 500-ჯერ მსმენია. იგი ჩემი მწვრთნელი იყო, ამიტომ რაღაცას აუცილებლად ვისწავლიდი. თუმცა მოდი გეტყვით, რომ მაშინაც კი, ალეხანკოსკენ გრძელ პასებს ვაკეთებდით, როცა ანგარიშში ჩამოვრჩებოდით. დიახ, "ბარსას" დნმ-ის ფენომენში ტყუილიც ურევია."

შეგახსენებთ, რომ ერნესტო "ბლაუგრანას" 2017-2020 წლებში ედგა სათავეში. მან კატალონიურ გრანდს 2 ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და კოპა დელ რეი მოაგებინა. 


Facebook კომენტარები