logo

9 წავა, 4 მოვა - "ბარსელონას" სატრანსფერო მიდი-მოდი

9 წავა, 4 მოვა - "ბარსელონას" სატრანსფერო მიდი-მოდი

ესპანური ფეხბურთის ექსპერტმა, გილემ ბალაგემ თავის იუთუბ-არხზე განთავსებულ ვიდეოში "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმების შესახებ ამომწურავად ისაუბრა.

სატრანსფერო საკითხებში დიდებულად ჩახედულმა გილემმა "ბლაუგრანას" პოტენციური სამიზნეები ვრცლად მიმოიხილა:

"ბარსას" ცენტრალური მცველი, ნახევარმცველი, შესაძლოა გარემარბი და თავდამსხმელი ესაჭიროება.

კატალონიელები ამაზე აქტიურად გაიწევენ, თუმცა გასარკვევია მარტინ ბრაითუეიტის საკითხი.

უკანახაზელებიდან გამოვყოფი უპამეკანოს, რომელიც ტოპ კლასის ფეხბურთელია. ორი წლის წინ მას "ბლაუგრანას" აქტიურად უკავშირებდნენ და ახლაც ბევრი გუნდი იბრძოლებს დაიოტისთვის.

არ მგონია, რომ "კამპ ნოუზე" ლაუტარო მარტინესი და ნეიმარი ერთდროულად მოვლენ. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" ზაფხულში 8-9 ფეხბურთელის გასხვისებას ეცდება, მათ ფინანსები მაინც არ ეყოფათ.

თითქმის შეუძლებლადაც კი ვთვლი, რომ "ბარსამ" ორი მეგატრანსფერი განახორციელოს.

გრიზმანმა ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა და აქედან 10 ანგარიშის გამხსნელი გახლდათ.

აქედანაც ჩანს, რომ ანტუანს შეუძლია გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, მაგრამ მისგან გაცილებით მეტს ელიან.

მასში ბედნიერ მოთამაშეს ვერ ვხედავ. ვუყურებ ფორვარდს, რომელმაც არ იცის რა უნდა ქნას, ან უფრო სწორედ, ვერ ხვდება, თუ რატომ ითხოვენ მისგან იმას, რის გაკეთებასაც ავალებენ: ფლანგისა და ცენტრალურ მცველს შორის სირბილს.

იგი ამას აკეთებს, მაგრამ იმიტომ, რომ პროცესში ჩართვა სურს.

ამიტომ რატომ არ მოუნდება "ბარსას" მისი გაშვება? გაითვალისწინეთ, რომ მათ ნეიმარისთვის ფული სჭირდებათ.

რეალურად ვთვლი გრიზმანის წასვლის შესაძლებლობას და არ გამოვრიცხავ, რომ ამის აუცილებლობას ფრანგიც გრძნობს.

ნეი პრიორიტეტია და ამიტომ ვამბობ, რომ გრიზმანის ან კოუტინიოს გაყიდვა ფინანსური კუთხით "ბლაუგრანას" წაადგება." - განაცხადა ბალაგემ.

6 თვის წინ
3346 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 430
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი