2 წლის და 4 თვის წინ
როგორ ცდილობდა "ბარსა" ტრანსფერის ჩაშლას - უცნობი ამბავი
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ზაფხულში სერხი ალტიმირას "ბეტისში" ტრანსფერის ჩაშლა სცადა, - იუწყება ფაბრიციო რომანო.
22 წლის ნახევარმცველი სევილიურ კლუბს აგვისტოში, "ხეტაფედან" შეუერთდა. ანდალუსიელებმა სერხის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო გადაუხადეს.
რომანოს თქმით, "ბარსას" მაშინდელი სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი მზად იყო, რომ ალტიმირას გამოსასყიდი თანხა გადაეხადა, მაგრამ ფეხბურთელს უკვე "ბეტისი" ჰქონდა არჩეული.
სერხი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. თუ პირველ გუნდში ფერმინ ლოპესის გამოჩენას გავითვალისწინებთ, ალბათ, "ბარსაში" დიდად გულიც არ სწყდებათ.
აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ალტიმირამ მონაწილეობა 3 მატჩში მიიღო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი