2 წლის და 6 თვის წინ
"ბარსას" გვიან გავახსენდი" - ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადება
ავტორი
Aa
"რედ ბულ ზალცბურგის" ფეხბურთელმა, ოსკარ გლუხმა განაცხადა, რომ 2023 წლის იანვარში მას "ბარსელონასგან" ჰქონდა შეთავაზება.
"ბარსელონას" მაშინ გავახსენდი, როცა "ზალცბურგთან" ყველაფერი შეთანხმებული იყო.
რაც თავი მახსოვს, "რეალის" ფანი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება "ბერნაბეუზე" "რეალის" მაისურით თამაშია. ეს ჩემთვის მწვერვალი იქნებოდა," - თქვა ებრაელმა ნახევარმცველმა.
19 წლის მოთამაშე "ზალცბურგს" თელ-ავივის "მაკაბიდან" შეუერთდა. იგი მალე იქცა "წითელი ხარების" საკვანძო ფეხბურთელად და 10 გოლშიც მიიღო პირდაპირი მონაწილეობა.
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გლუხმა "ბენფიკას" გაუტანა, რითაც "ზალცბურგს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ