1 წლის და 6 თვის წინ
ჩავი დილემების წინაშე - რას ველოდოთ "პორტუს" წინააღმდეგ
ჩავი დილემების წინაშე - რას ველოდოთ "პორტუს" წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს ჩაატარებს და გასვლაზე "პორტუს" დაუპირისპირდება.

Mundo Deportivo-მ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სასტარტო შემადგენლობის შესახებ გარკვეული ცნობები მოგვაწოდა.

წყაროს თანახმად, დაცვითი ოთხეულის 3 წევრი უკვე ცნობილია: რონალდ არაუხო, ჟოაო კანსელუ და ალეხანდრო ბალდე. ახლა გასარკვევი ისაა, სათადარიგოთა სკამზე ჟიულ კუნდე დარჩება თუ ანდრეას კრისტენსენი.

ნახევარდაცვის ხაზში ცნობილი გამოცემა პაბლო გავის, ორიოლ რომეუსა და ილქაი გიუნდოგანს ელოდება.

რაც შეეხება თავდასხმას, იქ რობერტ ლევანდოვსკისა და ჟოაუ ფელიქსის ყოფნა გადაწყვეტილია. ჩავი ერნანდესმა მესამე შემტევად ან ლამინე იამალი, ან ფერან ტორესი უნდა დააყენოს.

მოლოდინი იმისა, რომ ძირითად თერთმეტეულში ფერმინ ლოპესი მოგვევლინებოდა, წესით არ გამართლდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები