1 წლის და 6 თვის წინ
"ბარსას" მისია აქვს შესასრულებელი - როგორია გუნდის განწყობა
"ბარსას" მისია აქვს შესასრულებელი - როგორია გუნდის განწყობა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს ჩაატარებს. ჩავი ერნანდესის გუნდი სტუმრად "პორტუს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრის დიდ მნიშვნელობაზე Mundo Deportivo წერს.

"ბარსელონას" ევროპული ტრავმების ამაღამ გადალახვა და ძლიერი ევროპული გუნდის გასვლაზე დამარცხება სურს. 

"პორტუსთან" მოგება მერვედფინალისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება," - ვკითხულობთ გამოცემის ახალ სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ. ბოლო ძლიერი გუნდი, რომელიც "ბარსამ" ევროტურნირების გასვლით შეხვედრაში დაამარცხა, ტურინის "იუვენტუსი" გახლდათ (2020 წელს).

"დრაკონებისა" და კატალონიელების ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები