გერმანულ პრესაში რამდენჯერმე გაიჟღერა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ იოზუა კიმიხი მიუნხენის "ბაიერნში" თავს ბედნიერად აღარ გრძნობს და მან შეიძლება გუნდი უახლოეს მომავალში დატოვოს.
გერმანელ ნახევარმცველს "ბარსელონას" ხშირად უკავშირებენ ხოლმე, ამიტომ მსგავსი ცნობები განსაკუთრებით საინტერესო სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფერთათვისაა".
კიმიხის შესახებ შეკითხვა "ბლაუგრანას" პოლონელ გოლეადორს, რობერტ ლევანდოვსკის დაუსვეს.
"ველაპარაკე თუ არა ჩავის კიმიხზე? არა. მე მხოლოდ თვითონ კიმიხს ვესაუბრე "ბაიერნში" მისი მდგომარეობის შესახებ. ამას გუნდზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა.
თუმცაღა, ჩვენ მხოლოდ ისე ვისაუბრეთ, როგორც მეგობრებმა და მისი "ბარსელონაში" წამოსვლაში დარწმუნება არ მიცდია," - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტი და იოზუა "ბაიერნის" ღირსებას 7 წლის განმავლობაში იცავდნენ ერთად.