1 წლის და 1 თვის წინ
"სხვა გამოსავალი არ იყო" - კუნდე თავის ეპიკურ მომენტზე
"სხვა გამოსავალი არ იყო" - კუნდე თავის ეპიკურ მომენტზე

"ბარსელონას" ფრანგმა უკანახაზელმა, ჟიულ კუნდემ "პორტუსთან" მატჩის იმ ეპიზოდის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მან თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

"სხვა გამოსავალი არ იყო. მეტოქე ჩემს ზურგსუკან აღმოჩნდა, მაგრამ გავეკიდე და ბურთს ისე შევეხე, რომ მასზე კონტროლი დაეკარგა.

მცველისთვის ასეთი მომენტები ყოველთვის კმაყოფილების მომგვრელია, რადგან იგი მატჩების მოგებაში გვეხმარება," - თქვა 24 წლის ფეხბურთელმა.

სხვათა შორის, კუნდემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური გუშინ 50-ედ მოირგო. ეს საიუბილეო მატჩი მან შესანიშნავი პერფომანსით აღნიშნა, რომლის მთავარი ღირსებაც სწორედ ხსენებულ ეპიზოდში პეპეს დაჩაგვრა გახლდათ.

"ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2 ტურში 6 ქულა აქვს აღებული და ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს.


Facebook კომენტარები