logo

ემერი: "ბარსას" და მსაჯს ერთდროულად ვეთამაშებოდით

ემერი: "ბარსას" და მსაჯს ერთდროულად ვეთამაშებოდით

მადრიდულ გამოცემა Marca-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ესპანელმა სპეციალისტმა, უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიხსენა, სადაც მისი გაწვრთნილი "პსჟ" "ბარსელონასთან" ანგარიშით 6:1 შერცხვა.

"ბარსასთან" 6:1 წაგებულ მატჩში ორი თამაში გვქონდა - ერთი "ბარსელონას" წინააღმდეგ და მეორე მთავარ არბიტრ დენიზ აიტეკინთან. ვიდეორეფერის პირობებში, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად ჩვენ გავიდოდით." - განაცხადა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებს პირველი შეხვედრა 4:0 ჰქონდათ მოგებული, თუმცა "კამპ ნოუზე" მათ ისტორიული მარცხი იწვნიეს და ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.

2 თვის წინ
271 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ