3 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია - როგორ აპირებს ჩავი რაშფორდის შეჩერებას
ცნობილია - როგორ აპირებს ჩავი რაშფორდის შეჩერებას

როგორც მოგეხსენებათ, ხუთშაბათს "ბარსელონას" ევროპა ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის პირველი მატჩი ელოდება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.

"წითელი ეშმაკების" მხრიდან "ბლაუგრანა" მთავარ საფრთხეს მარკუს რაშფორდისგან უნდა ელოდოს. ინგლისელი შემტევი ჩინებულ ფორმაშია და მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა, მოედანს უგოლოდ თითქმის არასდროს ტოვებს.

ბუნებრივია, "ემიუს" ათიანის ფორმის შესახებ ჩავი ერნანდესმაც იცის.

თუ ჟურნალისტ ხავი მიგელს დავუჯერებთ, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი რაშფორდის მეურვეობას რონალდ არაუხოს დაავალებს.

ურუგვაელმა მარკუსი ისევე უნდა გაანეიტრალოს, როგორადაც იგი ვინისიუსს ჩაგრავს ხოლმე უკანასკნელ "კლასიკოებში". 

წყაროს თანახმად, ეს არ ნიშნავს, რომ 22 წლის რონალდი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს. რაშფორდი პოზიციებს ხშირად იცვლის, ამიტომ არაუხო მხოლოდ ფლანგზე მიმაგრებული არ იქნება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში ინგლისელის მონაგარი 21 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები