1 წლის და 1 თვის წინ
"ალტერნატივები გვყავს" - ვისით აპირებს ჩავი ლევანდოვსკის შეცვლას
"ალტერნატივები გვყავს" - ვისით აპირებს ჩავი ლევანდოვსკის შეცვლას

როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკიმ "პორტუსთან" მატჩში ტრავმა მიიღო და "ბარსელონას" დაახლოებით 1 თვით გამოაკლდა.

პოლონელი თავდამსხმელის დანაკლისზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "გრანადასთან" შეხვედრის წინ გამართული პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ისაუბრა.

"ლევანდოვსკი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, გოლეადორი და ლიდერია, მაგრამ ალტერნატივები გვყავს. მაგალითად, ჟოაუ, ფერანი, პირველ გუნდში ვუხმეთ პაუსა ვიქტორსა და გუიოსაც.

ვარიანტი ბევრია. ფერმინ ლოპესსაც შეუძლია ცრუ ცხრიანად თამაში, რასაც ახალგაზრდულ გუნდებში აკეთებდა. ჩვენი სათამაშო იდეოლოგია ლევანდოვსკის არყოფნით არ იცვლება, მაგრამ მეტოქეებს ამოცანა უმსუბუქდებათ, რადგან რობერტი მათში შიშს ნერგავს.

ვეცდებით, რომ ცხრიანის პოზიციაზე ვინც არ უნდა ითამაშოს, ეს შესანიშნავად გააკეთოს, მაგრამ მსოფლიო დონის ვარსკვლავის შეცვლა ძალიან რთული იქნება," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი. მის ანგარიშზეა 4 ასისტიც.

"ბარსელონასა" და "გრანადას" ხვალინდელი ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები