1 წლის და 11 თვის წინ

"ბარსელონას" სიმონსი სურს - ვინ გაუწევს კლუბს კონკურენციას

ავტორი
Aa
"ბარსელონა" ჩავი სიმონსის მდგომარეობით დაინტერესდა, - იუწყება ადრიან სანჩესი.
როგორც ჩანს, კატალონიელები "ლაიფცგის" შემტევი ნახევარმცველის "ბლაუგრანაში" დაბრუნებას განიხილავენ. ამისკენ პირველი ნაბიჯი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" უკვე გადადგეს.
ჩავი "წითელ ხარებში" ფრანგული "პარი სენ ჟერმენიდანაა" განათხოვრებული. გარდა იმისა, რომ "ლაიფციგი" ნიდერლანდელის გამოსყიდვას ისურვებს, მისით "მანჩესტერ სიტიცაა" მოხიბლული.
მიმდინარე სეზონში სიმონსმა უკვე 3 გოლისა და 4 ასისტის მითვლა მოასწრო. გასულ სეზონში, რომელიც 20 წლის ფეხბურთელმა "პსვ-ში" გაატარა, ჩავიმ 34 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი 2010-2019 წლებში "ლა მასიას" წევრი გახლდათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და 8 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 5 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 5 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში