როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესის "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი ოფის მიღმა დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფლორიდელებს მომდევნო წლის თებერვლამდე თამაში აღარ მოუწევთ.
როცა მსგავსი რამ ხდება, ამერიკულ კლუბებს თავიანთი ფეხბურთელებს 2-თვიანი იჯარით გაშვება შეუძლიათ ხოლმე. მაგალითად, მსგავსი რამ გააკეთა "ნიუ იორკ რედ ბულსმა" და ტიერი ანრი "არსენალში" გაუშვა.
ამ ფაქტმა "ბარსელონას" ბევრ გულშემატკივარს ლიონელ მესის მათი გუნდის რიგებში კიდევ ერთხელ ხილვის იმედი ისევ გაუცოცხლა.
Sport წერს, რომ "ინტერ მაიამი" არგენტინელი მეგავარსკვლავის სურვილებს პატივს სცემს და თუ მას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შორის თამაში მოუნდება, საიჯარო გარიგებაზეც დაიწყებს მოლაპარაკებებს.
მიუხედავად ამისა, თითქმის გამორიცხულია, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად იქცეს.
ჟურნალისტ ალფრედ მარტინესის თქმით, მესი "ბლაუგრანაში" ამ ფორმით დაბრუნებას არ განვიხილავს. დიდი ინტერესი არც კატალონიიდან შეინიშნება.