2 წლის და 8 თვის წინ
ცნობილია: ჩავის 2 ყველაზე უხერხული მეტოქე
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" გუშინ "გრანადასთან" ქულები გაიყო. კატალონიელები სტუმრად გამართულ მატჩში ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, თუმცა საბოლოო ანგარიშად 2:2-ის დაფიქსირება მოახერხეს.
ჩავი ერნანდესი "გრანადას" თავის სამწვრთნელო კარიერაში მეორედ დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ვერც ამჯერად მოახერხა.
აქამდე "მაესტრო" ანდალუსიელებს ერთხელ შეხვედრილა - 2021 წლის იანვარში გუნდებმა ფრე, 1:1 ითამაშეს. "ბლაუგრანას" ერთადერთი გოლი ლუუკ დე იონგმა გაიტანა.
ლა ლიგის მეორე გუნდი, რომელიც ჩავის მწვრთნელის რანგში ჯერ არ დაუმარცხებია, "რაიო ვალეკანო" გახლავთ. სტატისტიკა აქ კიდევ უფრო დამთრგუნველია: 2 წაგება, 1 ფრე.
ამ სეზონში "ბარსას" თავკაცს ორივე ნავსის გატეხვის შანსი მიეცემა, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ იგი ამას მოახერხებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი