Tribuna.com-მა შემოგვთავაზა "ბარსელონას" 4 ყველაზე ცუდად მოთამაშე ფეხბურთელისგან შემდგარი სია, რომელიც ასე გამოიყურება:
მარკ ანდრე ტერ შტეგენი
ვერ ვიტყვით, რომ გერმანელი კატასტროფულად გამოიყურება, მაგრამ "მალიორკასა" და "გრანადასთან" მისი ცუდი თამაში გუნდს ქულების დაკარგვად დაუჯდა.
31 წლის მეკარის პირდაპირი დანაშაული იკვეთება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ უკანასკნელ მატჩებში გაშვებულ რამდენიმე გოლში. მიუხედავად ამისა, მას რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა - მაგალითად, "პორტუსთან" გასვლით შეხვედრაში.
რობერტ ლევანდოვსკი
ჟოაუ ფელიქსთან და ლამინე იამალთანაც კი, პოლონელი მოედანზე ხშირად დაკარგული ჩანს.
ლევანდოვსკიმ "სელტას" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში თავისი საუკეთესო ფორმა გაგვახსენა, მაგრამ "მალიორკას", "სევილიასა" და "პორტუს" წინააღმდეგ ასეთივე დამაჯერებელი ნამდვილად არ ყოფილა.
ორიოლ რომეუ
"ბარსას" ახალწვეულმა დაკარგა ის ნაპერწკალი, რომელიც სეზონის სტარტზე ჰქონდა. იგი დაცვაშიც აღარაა ისეთი საიმედო და არც ზუსტი პასებით გამოირჩევა.
"პორტუსთან" შეხვედრაში რომეუ პორტუგალიელთა პრესინგის მთავარ ობიექტად იქცა, რამაც მის მიერ დაშვებული ბევრი შეცდომა განაპირობა. მიუხედავად ამისა, ჩავი მას მაინც ენდობა. დრო გამოაჩენს, მართალია თუ არა ამაში "მაესტრო".
ანდრეას კრისტენსენი
დანიელი მცველი პოზიციურ შეცდომებს იმაზე ხშირად უშვებს, ვიდრე ამას გასულ სეზონში აკეთებდა.
ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ანდრეასი "ელ კლასიკოს" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. იმედია, იგი თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.