"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ფერან ტორესმა Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ერთ-ერთი საკითხი, რასაც 23 წლის შემტევი შეეხო, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობა და მისი "ბლაუგრანაში" დარჩენა გახლდათ.
"არა, ზაფხულში ჩავისთან არ მილაპარაკია.
რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" დარჩენა მინდოდა. "ბარსასთან" კონტრაქტი მაკავშირებს და მწამს, რომ მაქვს საიმისო უნარები, აქ წარმატებას მივაღწიო.
სახელების ჩამოთვლას არ ვაპირებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კლუბში იყვნენ ადამიანები, რომლებიც "ბარსელონადან" მაგდებდნენ," - იხსენებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შვიდიანი.
შეგახსენებთ, რომ ფერან ტორესმა ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო. "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში მან 4 გოლი შეაგდო, ესპანეთის ნაკრებში კი დუბლით გამოიჩინა თავი (კვიპროსის წინააღმდეგ).
რობერტ ლევანდოვსკის ტრავმის გათვალისწინებით, ფერანის მნიშვნელობა ჩავის გუნდისთვის კიდევ უფრო გაიზრდება.