1 წლის და 9 თვის წინ
რა თანხად აფასებს "ბარსა" ფატის - ახალი ცნობები
რა თანხად აფასებს "ბარსა" ფატის - ახალი ცნობები

"მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "არსენალი" ანსუ ფატის გარემოცვას შესაძლო ტრანსფერის საკითხზე დაუკავშირდნენ, - იუწყება ბენ იაკობსი.

Caught Offside-ისთვის ჟურნალისტი წერს, რომ "ბლაუგრანა" 20 წლის თავდამსხმელს 100 მილიონი ევროს ფარგლებში მიღებული შეთავაზების სანაცვლოდ შეელევა.

მოვლენების მსგავსად განვითარების შემთხვევაში, ფატი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება. იგი მხოლოდ ნეიმარის 222-მილიონიან ტრანსფერს ჩამორჩება.

მიუხედავად ამისა, დღევანდელი მოცემულობა შემდეგნაირია: "ბარსა" თავისი ათიანის გასხვისებაზე არ ფიქრობს და "კამპ ნოუდან" აბარგება არც ანსუმანეს ინტერესებში შედის.

თუ "ბარსას" ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რომელიმე ვარსკვლავის გაყიდვა დასჭირდება, ანსუ შეიძლება ტრანსფერზე დააყენონ. სწორედ ამას დაელოდებიან პრემიერლიგური გრანდებიც.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ესპანელი ფორვარდის აქტივში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები