დანი ოლმოს "ბარსელონაში" თამაში უნდა, - იუწყება Bild.
ესპანელი შემტევი "ლაიფციგის" დატოვებას 2024 წლის ზაფხულში გეგმავს. "წითელი ხარები" ფეხბურთელის გასაყიდად მზად იქნებიან და იგი ჩავისაც ძალიან მოსწონს, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერთ" პრობლემებს დანის 60-მილიონევროიანი ღირებულება შეუქმნით.
წყაროს თანახმად, ოლმოთი მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და "ატლეტიკოც" ინტერესდებიან, მაგრამ მას მტკიცედ სჯერა, რომ მისი ბედისწერა "ბლაუგრანაში" თამაშია.
25 წლის გარემარბზე დღეს Mundo Deportivo-მაც დაწერა.
კატალონიური გამოცემის მიხედვით, თუ "ბარსელონაში" დანის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობენ, ჯერ ფინანსური ანგარიშები უნდა გამოასწორონ.
შეგახსენებთ, რომ ოლმო "ლა მასიას" აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და "ლაიფციგს" 5 გოლით დაეხმარა.