logo

ეს მეკარე ადამიანი არ იყო - მესი ისტორიულ მატჩს იხსენებს

ეს მეკარე ადამიანი არ იყო - მესი ისტორიულ მატჩს იხსენებს

"ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ The Athletic-თან ჩაწერილ ინტერვიუში გაიხსენა მეკარის მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩი, რომელიც მას თავისი თვალით უნახავს.

"იყო ერთი, შოტლანდიაში გამართულ მატჩი, სადაც მეკარე ფრეისერ ფორსტერი არაადამიანურად მოქმედებდა.

ეს არის გოლკიპერის მიერ შესრულებული საუკეთესო პერფომანსი, რაც ოდესმე მინახავს." - განაცხადა მესიმ.

ლეოს აქ მხედველობაში ჩემპიონთა ლიგის 2012/13 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩი ჰქონდა, სადაც გლაზგოს "სელტიკმა" შინ "ბარსას" მოუგო 2:1.

კატალონიელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ "ლა პულგამ", შეხვედრის 90-ე წუთზე შეაგდო, მანამდე კი ფორსტერმა 13 სეივი შეასრულა.

ამ ეპოქალური ჯახის სტატისტიკაც კი ისტორიული გამოდგა და წარმოჩინდა ნათელ მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ერთმა გუნდმა მეორეს კატასტროფულად აჯობოს, მაგრამ მაინც დამარცხდეს.



5 თვის წინ
3460 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 430
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი